ნავსაყუდელის წესები

 გემების იახტ კლუბში შესვლის, დგომის და გასვლის წესები

მუხლი 1. ტერმინების განმარტება

ამ წესების მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი განმარტება:

1.1. გემი - ყველა სახეობის მცურავი ობიექტი, რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალზე გადაადგილების საშუალებად, მათ შორის არაწყალწყვის გემები, სპორტული და გასართობი იახტები,რომელთა სიგრძე არ აღემატება 45 მეტრს, მიუხედავად მისი რეგისტრაციის სახელმწიფოსი, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ტერმინი „გემი“ არ მოიცავს სატვირთო და თევზსაჭერ გემს.

1.2. თევზსაჭერი გემი - ნებისმიერი გემი, რომელიც რაიმე ფორმით გამოიყენება თევზჭერისა და სხვა სახეობის საზღვაო რეწვისათვის, და/ან ახორციელებს თევზის ან/და ზღვის პროდუქტების დამუშავებას და სხვადასხვა პროდუქციის გამოშვებას და/ან რომელიც თევზსაჭერი ან/და თევზსარეწი გემებიდან, ზღვაში ან/და ნავსადგურში იღებს თევზის ნედლეულსა თუ პროდუქციას და ეწევა ტრანსპორტირებას თევზჭერის საზღვაო რაიონებიდან ნავსადგურებში ან ერთი სახელმწიფოს თევზჭერის რაიონიდან, მეორე სახელმწიფოს ნავსადგურებში.

1.3. სატვირთო გემი - გემი რომელიც გამოიყენება მთლიანად ან ნაწილობრივ ტვირთის გადასაზიდად და არ არსი სამგზავრო გემი.

1.4. იახტ კლუბი - შპს „ბათუმის იახტ კლუბის“კუთვნილი ნავსადგომი მდებარე: ქ. ბათუმი, ზღვისპირა პარკი, ნავსადგომის ტერიტორია, ს/კ 05.21.20.070.

1.5. იახტ კლუბის ადმინისტრაცია – იახტ კლუბის მენეჯერი.

1.6. ნავსადგური - საქართველოს ნებისმიერ ნავსადგური, რომელიც ღიაა ნაოსნობისთვის საქართველოს კანონმდბელობის თანახმად.

1.7. გემთმფლობელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი რომელსაც ეკუთვნის გემი, და/ან რომელიც ახორციელებს გემის მართვას და/ან ექსპლუატაციას მესაკუთრესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

1.8. აღიარებული აგენტი– პირი/ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენსგემთმფლობელსიახტ კლუბის ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში.

1.9. სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“;

1.10. ნავსადგურის კაპიტანი - სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის – ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსი, რომელიც საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ახორციელებს ნაოსნობის უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, კანონით მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

1.11. მიტოვებული გემი - გემი რომელიც დგას იახტ კლუბში, დაგროვილი აქვს დავალიანება (იახტ კლუბშიდგომის საფასურის, პირგასამტეხლოს ან ჯარიმის სახით) და ადმინისტრაცია ყველა გონივრული მცდელობის მიუხედავად ვერ ახერხებს კავშირის დამყარებას გემთმფლობელთან ან არ იღებს მისგან პასუხს წერილობით შეტყობინებებზე   3 (სამი) თვის მანძილზე, ან გემთმფლობელი წერილობით აცნობებს ადმინისტრაციას გემის მიტოვების შესახებ.

1.12. ხელშეკრულება - თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს იახტ კლუბის ადმინისტრაციასა და გემთმფლოებლს/ აგენტს შორის გაფორმებული ხელშეკრუელბა გემის იახტ კლუბში შესვლის, ყოფნისა და გამოსვლის შესახებ.

 

მუხლი 2. ზოგადი წესები

  1. წინამდებარე წესები განსაზღვრავს იახტ კლუბის ტერიტორიაზე გემების შესვლას, დგომას/გაჩერებას და გასვლას, გემების იახტ კლუბის აკვატორიაში უსაფრთხო გადაადგილებას, ამასთან დაკავშირებით იახტ კლუბის ადმინისტრაციისა და გემთმფლობელის უფლებებსა და ვალდებულებებს, ასევე გემთმფლობელის პასუხისმგებლობის საკითხს.
  2. აღნიშნული წესების დაცვა სავალდებულოა იახტ კლუბის ტერიტორიაზე მყოფი ან შესვის მსურველი ყველა გემისთვის.
  3. იახტ კლუბის ტერიტორიაზე აკრძალულია ნებისმიერი მცურავი საშუალების შესვლა და დგომა, რომელიც არ ხვდება წინამდებარე წესებში მოცემული „გემი“-ს განმარტებაში.
  4. წესები განთავსებულია „იახტ კლუბის“ ვებ გვერდზე, შემდეგ მისამართზე www.byc.ge. წესებში ცვლილებების შეტანა ხდება „იახტ კლუბის“ მიერ და განახლებული რედაქცია განთავსდება იმავე ელექტრონულ მისამართზე;

 

მუხლი 3. იახტ კლუბში შესვლა

  1. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული გემების შესვლა იახტ კლუბში შესაძლებელია მხოლოდ ბათუმის ნავსადგურის პორტის და სანაპირო დაცვისკოტროლის გავლის შემდეგ.
  2. იახტ კლუბში პირველად შესვლისას, გემმა იახტ კლუბის ადმინისტრაციას უნდა მიაწოდოს შემედეგი დოკუმენტები:

ა.გემის სარეგისტრაციო მოწმობა;

ბ. გემისდასახელება;

გ.გემისდროშის სახელმწიფო;

დ.გემთმფლობელისდასახელება, მისიმისამართი;

ე.გემისსაერთოსიგრძე, სიგანედაბორტისსიმაღლე;

ვ.გემისწყალშიგი;

ზ. გემის სანიტარიული მოწმობა და ჟურნალი.

თ. გემის რადიოსადგურის მოწმობა.

  1. იახტ კლუბში გემის შესვლა/გასვლა ფორმდება იახტ კლუბის ადმინისტრაციის მიერ გემის შესაბამის განცხადებაზე მინაწერით შესვლის/გასვლის უფლების შესახებ და მასზე შტამპის დასმით. ასევე, შესაძლებელია ელექტრონული აღრიცხვის წარმოება.
  2. განაცხადი გემის ნავსადგომში შესვლის შესახებ უნდა გადაეცეს ადმინისტრაციას წინასწარ არანაკლებ 24 საათით ადრე, აგენტის ან გემთმფლობელის მეშვეობით წერილობით.
  3. გემის იახტ კლუბში შესვლა ხორციელდება დღეღამის ნებისმიერ პერიოდში, გარდა ნაოსნობისათვის არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური და სხვა პირობებისა, როცა შეიძლება აიკრძალოს იახტ კლუბში შესვლა/გასვლა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რის შესახებ წინასწარ უნდა გადაიცეს შესაბამისი შეტყობინება.
  4. იახტ კლუბში მანევრირებისას უპირატესობა ენიჭება იახტ კლუბიდან გამსვლელ გემს.

 

უხლი 4. იახტ კლუბში დგომა

  1. გემი, რომელიც იახტ კლუბისის ტერიტორიას იყენებს ხანგრძლივი ვადით ღუზაზე დასადგომად, უნდა სარგებლობდეს აგენტის მომსახურებით.
  2. იახტ კლუბის ადმინისტრაცია, ადგენს გემების იახტ კლუბში განლაგების გეგმას.
  3. გემის კაპიტანმა უნდა უზრუნველყოს გემის უსაფრთხო დგომა დისლოკაციის ადგილას.
  4. აკრძალულია არათვითმავალი გემის უეკიპაჟოდ რეიდზე ბუქსირის გარეშე დატოვება.
  5. იმ გემის მფლობელი, რომელიც არ არის მოწყობილი მასზე მუდმივად ეკიპაჟის ყოფნისათვის, ვალდებულია უზრუნველყოს ამ გემის სადღეღამისო დაცვა და გემის დგომაზე მეთვალყურეობა.
  6. გემის კაპიტანი ვალდებულია, იახტ კლუბის ადმინისტრაციის მოთხოვნისთანავე, უზრუნველყოს მისი გაყვანა იახტ კლუბიდან ან მითითებულ ადგილზე გადაყენება.
  7. გემების სათანადოდ და საიმედოდ დამაგრების უზრუნველსაყოფად, ყოველი გემის კაპიტანი ვალდებულია წელიწადის ნებისმიერ დროს იახტ კლუბში უზრუნველყოს გემის დამაგრება,ბაგირების (საბელის) საშუალებით, გემის განზომილებიდან გამომდინარე, სათანადო რაოდენობისა და პოზიციის (დანიშნულების) გათვალისწინებით, იახტ კლუბის ადმინისტრაციათან შეთანხმებით.
  8. გემის ნავმისადგომზე მიბმისას გემის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 0,3 კვანძს და კედელთან მიდგომის კუთხე უნდა იყოს მაქსიმალურად მიახლოვებული ნულთან.
  9. გემის კაპიტანი ყველა ღონეს ხმარობს აკვატორიის დაზიანებისა და ძირის გამორეცხვის თავიდან ასაცილებლად.
  10. იმ შემთხვევაში, თუ გემის ნავმისადგომიდან გასვლა ხდება ბუქსირის გარეშე, მაშინ ძრავებმა უნდა იმუშაონ ყველაზე ნელი სვლით, სანამ გემის ბორტი იახტ კლუბის ტერიტორიას არ მოსცილდება 10 მეტრით მაინც.
  11. თუ გემს არ შეუძლია დამოუკიდებლად მანევრის ჩატარება, მაშინ აუცილებლად მოწვეულ უნდა იქნეს ბუქსირმზიდი გემი, რომლის მომსახურების ხარჯებსაც ფარავს გემთმფლობელი.
  12. გემის კაპიტანი, რომელმაც დააზიანა იახტ კლუბის ნაგებობა ან მოწყობილობა, ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს იახტ კლუბის ადმინისტრაციას. ამ დროს უნდა შედგეს აქტი იახტ კლუბის ადმინისტრაციის და გემთმფლობელის მიერ დანიშნული შემმოწმებლის მონაწილეობით.
  13. გემის კაპიტანმა უნდა შეადგინოს გემის დგომის განმავლობაში მისი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გეგმა, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს გემების უსაფრთხო დგომის შესახებ.
  14. იახტ კლუბში გაჩერებულ გემს უნდა გააჩნდეს გამართული წყალსაღვრელი, ხანძარსაწინააღმდეგო და გემის მისაბმელი საშუალებები.
  15. თხევადი საწვავის დატოვება ხანგრძლივად გაჩერებულ გემზე დასაშვებია მხოლოდ ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით.
  16. ხანგრძლივი დროით გემის იახტ კლუბში დგომის ადგილი უნდა განისაზღვროს იმის გათვალისწინებით, რომ არ შეფერხდეს სხვა გემების მოძრაობა.
  17. გემები უნდა იქნენ საიმედოდ მიბმული, მათ შორის, სათანადო ინტერვალის დაცვით.
  18. გემის დგომის ადგილის შეცვლის საჭიროების შემთხვევაში, გემის კაპიტანი ან მისი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი, ვალდებულია აღნიშნული განახორციელოს იახტ კლუბის ადმინისტრაციის მოთხოვნისთანავე.
  19. იახტ კლუბში გაჩერებულ გემზე ეკიპაჟის წევრების ცხოვრება ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ გემზე შესაძლებელია ნორმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა.
  20. იახტ კლუბში მდგომი გემის დაცვა ევალება ეკიპაჟს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.
  21. იახტ კლუბში ყოფნის პერიოდში გემმა მუდმივად უნდა დაიცვას ამ წესებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისიწინებული უსართხოების, ხანძარსაწინააღმდეგო და სანიტარული წესები.

 

მუხლი 5. იახტ კლუბიდან გემის გამოსვლა

  1. გემის იახტ კლუბიდან მუდმივად გასვლის ნებართვა უნდ გაიცეს იახტ კლუბის ადმინისტრაციასა და გემთმფლობელს ან მის აგენტს შორის ხელმოწერილი აქტის საფუძველზე, რომ გემთმფლობელს არ გააჩნია არანაირი დავალიანება იახტ კლუბის მიმართ.
  2. გემს, რომელსაც აქვს იახტ კლუბის მიმართ დავალიანება, იახტ კლუბიდან თვითნებურად გასვლა ეკრძალება.
  3. გემის იახტ კლუბიდან გასვლისათვის მზადყოფნაზე პასუხისმგებელია გემის კაპიტანი/გემთმფლობელი.
  4. გემის იახტ კლუბიდან გასვლა ხორციელდება დღეღამის ნებისმიერ პერიოდში, გარდა ნაოსნობისათვის არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური და სხვა პირობებისა, როცა შეიძლება აიკრძალოს იახტ კლუბში შესვლა/გასვლა, რის შესახებ წინასწარ უნდა გადაიცეს შესაბამისი შეტყობინება.
  5. გემის იახტ კლუბიდან დროებით გასვლა ხორციელდება იახტ კლუბის ადმინისტრაციასა და გემთმფლობელს/აგენტს შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. გემთმფლობელი/აგენტი ვალდებულია აცნობოს იახტ კლუბის ადმინისტრაციას გრაფიკში ცვლილებების შეტანის შესახებ.

 

მუხლი 6. მცურავი საშუალების სარემონტო სამუშაოები იახტ კლუბის ტერიტორიაზე

  1. იახტ კლუბის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ისე რომ საფრთხე არ შეექმნას იახტ კლუბის ტერიტორიაზე მყოფ გემებსა და პირებს და იახტ კლუბის სარგებლობაში და საკუთრებაში არსებულ ნებისიმერ ქონებას, შესაძლებელია გემს გამოეყოს ტერიტორია სადაც იგი განახორციელბს სარემონტო სამუშაოებს.
  2. სარემონტრო სამუშაოების დროს შესადუღებელი და სხვა სახიფათო სამუშაოების შესრულება დაშვებულია მხოლოდ სერთიფიცირებული სპეციალისტების მიერ.
  3. ამ მუხლით გათვალისწინებული სარემონტო და სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია სამუშაოთა მწარმოებელი (გემთმფლობელი, მმართველი, აგენტი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

მუხლი 7. იახტ კლუბში წესრიგის დაცვა, უსაფრთხოების ნორმების დაცვა/უსაფრთხო დგომის უზრუნველყოფა

 

  1. იახტ კლუბის ტერიტორიაზე აკრძალულია:

ა. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა იახტ კლუბის ტერიტორიასა და სამსახურებრივ შენობებში;

ბ. თამბაქოს მოწევა ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა;

გ. ღია ცეცხლით სარგებლობა და საშემდუღებლო სამუშაოები სახანძრო დაცვის სამსახურთან შეუთანხმებლად.

  1. იახტ კლუბის ელექტროქსელში, ასევე, წყალგაყვანილობებისა და გათბობის სისტემაში ჩართვა დასაშვებია მხოლოდ იახტ კლუბის ადმინისტრაციასთან შეთნხმებით.
  2. იახტ კლუბის ნავმისდგომზე, თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს მაშველი რგოლები და/ან ბურთები.
  3. იახტ კლუბის ტერიტორიაზე ვაჭრობა დაშვებულია მხოლოდ სავაჭრო ობიექტებში, მხოლოდ იახტ კლუბის ადმინისტრაციასთან შეთანმხებით.
  4. იახტ კლუბში უსართხოების ნორმების დაცვის მიზნით, გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი:

ა. იახტ კლუბის ტერიტორიაზე მდგომ გემზე ვახტის გაწევისათვის, უსაფრთხოებისა და გემის ზღვაოსნობაუნარიანობის უზრუნველსაყოფად უნდა იმყოფებოდეს ეკიპაჟის შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა (ორი/მესამედი).

ბ. გემის კაპიტანს უნდა გააჩნდეს იახტ კლუბის ადმინისტრაციის, სახანძრო და სამედიცინო სამსახურების და გემის აგენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საკონტაქტო ტელეფონის ნომრები.

გ. იახტ კლუბთან მდგომ იალქნიან გემს იალქნები უნდა ჰქონდეს აკეცილი.

დ. იახტ კლუბში მდგომი გემიდან საბანაოდ წყალში ჩასვლა აკრძალულია.

ე. ადამიანების გემიდან ნაპირზე ჩასვლა და გემზე ასვლა, ასევე, გემიდან გემზე გადასვლა მათი ბორტი-ბორტთან დგომისას ნებადართულია მხოლოდ საბიჯელით (ტრაპით).

ვ. იახტ კლუბში მდგომ გემზე ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო საშუალებები უნდა იყოს გამართული და, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებისათვის მზად.

ზ. გემზე მომხდარი ხანძრის ან სხვა საფრთხის არსებობის შემთხვევაში ახლოს მყოფი გემი ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ადამიანის დასახმარებლად, ტვირთის და სხვა ქონების გადასარჩენად. ხანძრის ან აფეთქების შემთხვევაში გემმა, დაუყოვნებლივ უნდა გამოძახოს სახანძრო და აცნობოს მომხდარის შესახებ იახტ კლუბის ადმინისტრაციას, კავშირის ნებისმიერი საშუალებით, ზუსტად მიუთითოს ხანძრის ადგილი და ყველა შესაძლო ღონე იხმაროს მისი ლიკვიდაციისათვის, ასევე - ადამიანებისა და ტვირთის გადასარჩენად. თუ ხანძარი წარმოიშვა გემზე, რომელზეც არ არის ეკიპაჟი, ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელობას ახორციელებს ავარიულ გემზე მოსული რანგით უფროსი მეხანძრე.

 

მუხლი 8. იახტ კლუბში გემებისთვის საწვავის მიწოდება

  1. იახტ კლუბში მდგომმა გემებმა, იახტ კლუბის ტერიტორიაზე საწვავის მარაგის ავსებისას მკაცრად უნდა დაიცვან იახტ კლუბის ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული უსაფრთხოების ზომები. იახტ კლუბში, გემზე საწვავის ჩასხმა ხდება სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას.
  2. გემს უნდა გააჩდეს საწვავის მიღების (ჩასხმის) ტექნოლოგიური რუკა და გემთფლობელის მიერ ხელმოწერილი, საწვავის მიღების მზადყოფნის შესახებ საბუთი.
  3. თხევადი საწვავის გემში ჩასხმა აკრძალულია, თუ:

ა. საბუნკერე გემების მიერ არ იქნა ჩატარებული საწვავის ჩასხმისათვის მოსამზადებელი ღონისძიებები;

ბ. რომელიმე ხანძარსაქრობი სტაციონარული სისტემა გაუმართავია;

გ. გემზე მიმდინარეობს შედუღებასთან დაკავშირებული სამუშაოები.

დ. დარღვეულია კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირობები.

 

 მუხლი 9. გემის დგომის ადგილის შეცვლა

  1. გემის დგომის ადგილის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ იახტ კლუბის ადმინისტრაცია გონივრულ ვადაში ატყობინებს გემის აგენტსა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გემის კაპიტანს.
  2. შეზღუდვები გემის გადაადგილებასა და გადაყენებაზე დგინდება იახტ კლუბის ადმინისტრაციის მიერ.
  3. იახტ კლუბში გემის გადაადგილების შესახებ გაფრთხილებულნი უნდა იქნენ იქ მდგომი სხვა გემები.

 

 მუხლი 10. იახტ კლუბში გარემოს დაცვისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა

  1. იახტ კლუბში მყოფი გემები ვალდებული არიან დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით და იახტ კლუბის ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული გარემოსდაცვითი და სანიტარულ-ჰიგიენული ნორმები.
  2. გემებს ეკრძალებათ ნებისმიერი სახის და ოდენობის ნარჩენის ჩაყრა/ჩაღვრა იახტ კლუბის აკვატორიაში ან მის სახმელეთო ტერიტორიაზე.
  3. ადმინისტრაცია მუდმივად უზურნველყოფს იახტ კლუბში გარემოს დაცვის და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგს. გემის მიერ იახტ კლუბის აკვატორიის დაბინძურების ან სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის შემთხვევაში გემთმფლობელი ვალდებულია აუნაზღაუროს იახტ კლუბს დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმა სრული ოდენობით, აანაზღაუროს იახტ კლუბის აკვატორიის გამწმენდი სამუშაოების ღირებულება და მიყენებული ზიანი, იახტ კლუბის მოთხოვნიდან 10 (ათი) დღის ვადაში. გემის მიერ იახტ კლუბის აკვატორიის დაბინძურების და/ან სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სერიოზული ან არაერთჯერადი დარღვევის შემთხვევაში, იახტ კლუბის ადმინისტრაცია უფლებამოსილია აცნობოს აღნისნულის შესახებ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს გემის მიერ იახტ კლუბის აკვატორიის დაუყოვნებელი დატოვება. იახტ კლუბის ტერიტორიის დატოვება არ ათავისუფლებს გემთმფლობელს ჯარიმის და ამ მუხლში მოცემული სხვა თანხების გადახდის ვალდებულებისგან.

 

მუხლი 11. მცურავი საშუალებების სააგენტო მომსახურება

  1. უცხო ქვეყნის დროშით მცურავი გემის იახტ კლუბში შესვლა, ყოფნა და გასვლა შესაძლებელია აგენტის მეშვეობით. აგენტიუზრუნველყოფს, რომ იახტ კლუბში შესულ გემს ჰქონდეს ეს „წესები“ და საქართველოს საზღვაო სანაპიროს განახლებული რუკები.
  2. აგენტის არსებობის შემთხვევაში, ნავსადგურში გემის შესვლის, დგომისა და გასვლის შესახებ ხელშკრულება ფორმდება იახტ კლუბის ადმინისტრაციასა და აგენტს შორის, რომელიც გამოდის გემთმფლობელის სახელით. აგენტთან გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებაზე პასუხისმგებელი აგენტთან ერთად არის გემთმფლობელიც.

 

 

მუხლი 12. მოქმედება არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების დროს

 

  1. ნაოსნობისათვის მოსალოდნელი არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების შესახებ მონაცემების მიღებისთანავე, იახტ კლუბის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს იახტ კლუბის აკვატორიაში და მისასვლელებთან მყოფ ყველა გემს.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღების ან ამინდის გაუარესების აშკარა ნიშნების არსებობის შემთხვევაში, იახტ კლუბში მყოფი ყოველი გემის კაპიტანი ვალდებულია, საკუთარი ძალებით უზრუნველყოს გემის უსაფრთხოება.

 

მუხლი 13. გემის იახტ კლუბში დგომის საფასური

  1. იახტ კლუბში დგომის საფასური მოიცავს დგომის, გასვლისა და შემოსვლის საფასურს სეზონის მიხედვით:

A - სეზონი: მოიცავს პერიოდს ნებისმიერ კალენდარულ წელში 1 ივნისიდან 30 სექტემბრისჩათვლით;

B - სეზონი: მოიცავს პერიოდს ნებისმიერ კალენდარულ წელში 1 ოქტომბრიდან 31 მაისის ჩათვლით.

2.      იახტ კლუბში დგომის საფასური ანგარიშდება მცურავი საშუალების მიერ დაკავებული კვადრატულობის მიხედვით (სიგრძე * სიგანე).

  1. მცურავი საშუალების მიერ დაკავებულ ყოველ ერთ კვადრატულ მეტრზე იახტ კლუბში დგომის საფასური „A“ სეზონზე შეადგენს დღე-ღამეში - 2.50 (ორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარს (დღგ-ს გარეშე).
  2. მცურავი საშუალების მიერ დაკავებულ ყოველ ერთ კვადრატულ მეტრზე იახტ კლუბში დგომის საფასური „B“ სეზონზე შეადგენს დღე-ღამეში - 1.40 (ერთი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარს (დღგ-ს გარეშე).
  3. იახტ კლუბში დგომის მინიმალური საფასური ნებისმიერი სახის მცურავი საშუალებისთვის, რომლის ფართობი ნაკლებია 10 (ათი) კვადრატულ მეტრზე შეადგენს:

5.1. „A” სეზონზე 1 (ერთი) დღე-ღამეში ფიქსირებულ 25 (ოცდახუთი) ლარს (დღგ-ს გარეშე);

5.2.“B” სეზონზე 1 (ერთი) დღე-ღამეში ფიქსირებულ 14 (თოთხმეტ) ლარს (დღგ-ს გარეშე);

  1. იახტ კლუბის ადმინისტრაცია უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს საფასური და ასეთი ცვლილების შესახებ გააკეთოს წერილობითი შეტყობინება, მათ შორის ელ. ფოსტის გამოყენებით, საფასურის ცვლილების ძალაში შესვლამდე არანაკლებ 14 (თოთხმეტი) დღით ადრე იახტ კლუბის ადმინისტრაცია ვალდებულია გემის დგომის მოქმედი საფასური განათავსოს შემდეგ ვებ გვერდზე www.byc.ge. ზემოხსენებულ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსება, ოფიციალური წერილობითი შეტყობინების ტოლფასია.

 

მუხლი 14. გემის იახტ კლუბში დგომის საფასურის და სხვა გადასახდელების გადახდის წესი და პასუხისმგებლობა

  1. გემის იახტ კლუბში დგომის საფასური გადაიხდება წინმსწრებად ყოველთვიურად, გემთმფლობელის მიერ უნაღდო ანგარიშსწორების გზით   პირველი თვის საფასური სრულად უნდა იქნეს გადახდილი ხელშეკრულების დადების დღესვე, ხოლო სხვა მომდევნო თვეების საფასურის გადახდა იწრმოებს წინასწარ, ყოველი თვის დასაწყისში არაუგვიანეს მიმდინარე 5 რიცხვისა.
  2. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, გემის იახტ კლუბიდან დროებით გაყვანა (მათ შორის რემონტისთვის), არ ანთავისუფლებს გემთმფლობელს იახტ კლუბში დგომის საფასურის გადასახადისგან. დროებითი გასვლის დღეები ითვლება იახტ კლუბში დგომის დღეებად.
  3. იახტ კლუბში დგომის საფასურის გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება პირგასამტეხლო, ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
  4. იმ შემთხვევაში თუ, ხელშეკრულებით იახტ კლუბში დგომის საფასურის გადახდის ვადაგადაცილება აღემატება 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს, იახტ კლუბის ადმინისტრაცია უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს გემთმფლობელისგან გადასახდელი თანხის და პირგასამტეხლოს დაუყონებლივ გადახდა.
  5. გემთმფლობელი, იახტ კლუბის ადმინისტრაციასთან ხელშეკრულების დადებით აღიარებს რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება წარმოადგენს გემის საქმიანობასთან დაკავშირებულ მომსახურებას, და შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების დარღვევა ბადებს საზღვაო სარჩელს და აღიარებს იახტ კლუბის ადმინისტრაციის უფლებას, მოითხოვოს გემის, მიუხედავად დროშისა და გემის მესაკუთრისა სარჩელის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება, მათ შორის, მისი დაპატიმრების ჩათვლით. გემთმფლობელის მიერ წინამდებარე წესებით განსაზღვრული საფასურის, ჯარიმის, ქონების დაზიანებით მიყენებული ზიანის და/ან პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში, იახტ კლუბის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, საკუთარი ქონებრივი ინტერესის დაცვა განახორციელოს, მათ შორის, გემის დაკავება/დაპატიმრების და/ან რეალიზაციის შედეგად, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.
  6. მიტოვებული გემის შემთხვევაში, იახტ კლუბის ადმინისტრაცია იძენს საკუთრების უფლებას ამ გემზე, რაც სათანადო წესით უნდა დარეგისტრირდეს გემის რეგისტრაციის სახელმწიფოში და უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს იგი.